ჩვენს შესახებ

PSAC დაფუძნდა 2016 წლის გაზაფხულზე, იმ უსაფრთხოების აქცენტების საპასუხოდ, რომელიც იდგა და დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე. სწორედ ეს აქცენტები დაედო საფუძვლად ჩვენი ქვეყნის მაშტაბით პირველად წარმოგვედგინა სხვადასხვა სახის პროფესიათა უსაფრთხოება როგორც კრიტიკული საკითხი, რომელიც საჭიროებს საფრთხის შემცველ აქცენტებზე ყურადღების გამახვილებას. 9 წელზე მეტია PSAC ჩართულია შრომის უსაფრთხოების ოფიცრის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვის უსაფრთხოების, მობილური ამწის უსაფრთხო ოპერირების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ოფიცრის და უსაფრთხოების სისტემების ტექნიკოსის სწავლებაში, და ამავე დროს პარალელურ რეჟიმში იკვლევს და ქმნის ნოვატორულ უსაფრთხოების აქცენტებით გამოწვეულ პროფესიებს, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ანალიტიკოსი. PSAC ცდილობს პირველად ჩვენი ქვეყნის რეალობაში გახადოს ხელმისაწვდომი ისეთი უნარ-ჩვევების სწავლება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას უსაფრთხოდ განვითარებაში. ჩვენ გადამზადებული გვყავს ათასობით პროფესიონალი, სამოქალაქო პირები, სამხედროები, სამართალდამცავები და უმსხვილესი კომპანიების პერსონალი. ჩვენი ციფრული ინოვაციური სერვისის ბაზაზე, ვეწევით შრომის უსაფრთხოების ოფიცერთა მიმდინარე საქმიანობის მხარდაჭერას და ამავე დროს, ჩვენ ექსპერტებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, ვცდილობთ გამოვიყენოთ მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის და ვითანამშრომლოთ მათთან ვინც თვლის, რომ ცოდნა და რწმენა ერთადერთი გზაა, უსაფრთხო და სტაბილური მომავლის ფორმირებისათვის.

9 +

წლიანი გამოცდილება

2000 +

კურსდამთავრებული

ჩვენს შესახებ