ციფრული ასისტენტის მხარდაჭერა შრომის უსაფრთხოების მართვაში

ციფრული ასისტენტის მხარდაჭერა შრომის უსაფრთხოების მართვაში

PSAC წლებია ანვითარებს და სთავაზობს უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებს ციფრული მხარდაჭერის ასისტენტს, რომელიც ხელს უწყობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს მიმდინარე საქმიანობის მართვაში. ციფრული ასისტენტი ეხმარება, დამკვეთი ორგანიზაციის ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში არსებულ დასაქმებულების უსაფრთხოებასა და არსებული საქმიანობის უსაფრთხოებაზე, ხელი მიუწვდებოდეს მიმდინარე პროცესის ამსახველ დოკუმენტბრუნვასთან. აღნიშნული ციფრული ასისტენტი, იძლევა საშუალებას დიდი კომპანიების დასაქმებულთათვის, იოლად ხელმისაწვდომი გახადოს, უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ შექმნილი დოკუმენტაცია და გასატარებელი ღონისძიებები. ეს უკანასკნელი ასევე ღირებული პროდუქტია იმ უსაფრთხოების სპეციალისტებისათვის, რომლებიც დისტანციურ საკონსულტაციო მომსახურებას ეწევიან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ციფრული ასისტენტის ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები, დამკვეთი ორგანიზაციისთვის და ან უსაფრთხოების სპეციალისტისთვის არ წარმოადგენს დამატებითი ერთეულის შექმნის აუცილებლობას და შესაბამისი სპეციალისტების დაქირავების საჭიროებას. რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ნაკლებ დანახარჯებთან და მეტ კომფორტთან მიმდინარე საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვისათვის.